საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია: თქვენი კომპეტენტური პარტნიორი ბიოსამედიცინო ანალიტიკაში

საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი არის ქართველ და გერმანელ მეცნიერთა და მედიკოსთა ქსელი, რომელიც დაარსებულ იქნა საქართველოში სამედიცინო დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიური ანალიტიკის დახვეწისა და განვითარების მიზნით, არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

საქართველოს მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია და მისი ფილიალები დააფუძნა გერმანელმა მოლეკულურმა ბიოლოგმა პროფესორმა ულრიხ მარტინმა ქართველ მეცნიერებთან ერთად. პროფესორი მარტინი ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიების და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიის დირექტორია ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც გერმანიის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტია.

ჩვენი მთავარი მიზანია გავახანგრძლივოთ და გავაუმჯობესოთ ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა საქართველოში, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვისათვის ფინანსების დაზოგვას,დავნერგოთ სხვადასხვა დაავადების გამოსაკვლევი საიმედო და უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები.