პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) არის ბიოქიმიური ტექნოლოგია მოლეკულლურ ბიოლოგიაში, ის ახდენს დნმ-ის ფრაგმენტების ერთი ან რამდენიმე ასლის ამფლიკაციას მრავალი ჯერადობით, და ქმნის დნმ-ის თანმიმდევრობების მილიონამდე ასლს.
1983წელს კარი მულისის [1][2] მიერ შექმნილი (PCR) დღეისდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შეუცვლელია. ის გამოიყენება სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში, სხვადასხვა საჭიროებისთვის.[3][4] ეს მოიცავს დნმ-ს კლონირებას სეკვენირებისთვის, დნმ დაფუძნებულ ფილოგენიას ან გენების ფუნქციურ ანალიზს, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირებას, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაციას (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას) და ინფექციურ დაავადებათა დადგენა-დიაგნოსტირებას.1993 წელს მულისმა, მაიკლ სმიტთან ერთად, მიიღეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში, მათი სამუშაოსთვის PCR-ზე.[5]
მეთოდი ეფუძნება თერმულ ციკლურობას, რომელშიც მონაცვლეობს გათბობისა და გაგრილების განმეორებითი ციკლები, დნმ-ის გალღობისა და მისი ენზიმური რეპლიკაციისათვის. პრაიმერები (დნმ-ის მოკლე ფრაგმენტები) შეიცავენ უბნებს, რომლებიც სამიზნე ადგილისკომპლემენტარულია. ის დნმ პოლიმერაზასთან ერთად წარმოადგენს გასაღებს, რათა მოხდეს სელექტიური და განმეორებითი ამპლიფიკაცია. PCR პროგრესირებასთან ერთად დნმ ახდენს რეპლიკაციის თავისთავად გენერირებას, ყალიბდება ჯაჭვური რეაქცია, რომელშიც დნმ ამპლიფიცირებულია.PCR შეიძლება ინტენსიურად მოდიფიცირდეს, რათა შესრულდეს სხვადასხვა გენეტიკური მანიპულაცია.

 

სურათი: PCR-ის ციკლის სქემატური ნახაზი (1)დენატურირდება 94-96 გრადუს ცელსიუსზე.(2) ვარვარდება 65 გრადუს ცელსიუსზე (3) სიგრძეში მატულობს 72 გრადუს ცელსიუსზე.ნახატზე წარმოდგენილია ოთხი ციკლი: ლურჯი ხაზები წარმოადგენენ დნმ-ის ნიმუშს რომლის პრაიმერები(წითელი ხაზები) რომლების გავარვარებულნი და დაგრძელებულნი არიან დნმ პოლიმერაზას მიერ (ღია მწვანე წრეები) იმ მიზნით რომ მივიღოთ დნმ-ს უფრო მოკლე პროდუქტი (მწვანე ხაზები), რომლებიც გამოყენებულნი არიან მატრიცებად PCR პროგრესირებისთვის.

თითქმის ყველა PCR იყენებს თერმოსტაბილურ დნმ პოლიმერაზებს როგორიცაა TAQ პოლიმერაზა, ეს არის ფერმენტი რომელიც გამოყოფილ იქნა ბაქტერია Thermus Aquaticus - ის გან. ეს დნმ პოლიმერაზა ენზიმურად იკრავს დნმ-ს ახალ ძაფებს დნმ-ს საშენი ბლოკებისგან, ნუკლეოტიდებისგან. ის იყენებს ერთ დნმ-ს როგორც შაბლონს და დნმ-ს ოლიგონუკლეოტიდებს (დნმ პრაიმერებს), რომლებიც საჭიროა დნმ-ს სინთეზის დაწყებისთვის. PCR -ის მეთოდების უმრავლესობა იყენებს თერმულ ციკლურობას, ანუ PCR-ის მონაცვლეობით გათბობასა და გაგრილებას განსაზღვრულ ტემპერატურაზე. პირველ ეტაპზე დნმ-ს ორმაგი ჯაჭვის ორი სპირალი მაღალი ტემპერატურის გამო ერთმანეთისგან დაშორებულია , ამ პროცესს დნმ-ის ლღობა ეწოდება. მეორე ეტაპზე ტემპერატურა ქვეითდება და დნმ-ს ორი ჯაჭვი იქცევა დნმ პოლიმერაზას მატრიცად, რათა მოახდინოს დნმ-ის სამიზნის შერჩევითი ამპლიფიცირება.PCR -ის შედეგების შერჩევითობა დნმ -ის სამიზნის კომპლემენტარული პრაიმერების გამოყენებით ძლიერდება გარკვეული თერმული ციკლის პირობებში.

 

ლიტერატურა:

1. Bartlett, J. M. S.; Stirling, D. (2003). "A Short History of the Polymerase Chain Reaction". PCR Protocols 226. pp. 3–6. doi:10.1385/1-59259-384-4:3. ISBN 1-59259-384-4. edit

2. Jump up US4683195

3. Jump up to: a b Saiki, R.; Scharf, S.; Faloona, F.; Mullis, K.; Horn, G.; Erlich, H.; Arnheim, N. (1985). "Enzymatic amplification of beta-globin genomic sequences and restriction site analysis for diagnosis of sickle cell anemia". Science 230 (4732): 1350–1354. doi:10.1126/science.2999980. PMID 2999980. edit

4. Jump up to: a b Saiki, R.; Gelfand, D.; Stoffel, S.; Scharf, S.; Higuchi, R.; Horn, G.; Mullis, K.; Erlich, H. (1988). "Primer-directed enzymatic amplification of DNA with a thermostable DNA polymerase". Science 239 (4839): 487–491. doi:10.1126/science.2448875. PMID 2448875. edit

5. Jump up to: a b Kary Mullis Nobel Lecture, December 8, 1993

 

წყარო : ზემოთ მოცემული ინფორმაცია გადაითარგმნა ინგლისური ვიკიპედიიდან (http://en.wikipedia.org/wiki/PCR)