PCR - პჯრ -დიაგნოსტიკა და ციტოლოგია: ეკონომიური და სანდო ბიო-სამედიცინო  გამოკვლევა

თბილისის მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი დაფუძნდა 2013 წელს იმ მიზნით, რომ შეგვექმნა ექიმთა, მეცნიერთა,სადიაგნოსტიკო ლაბორატორიათა,მწარმოებელთა და დიაგნოსტიკური პროდუქციის დისტრიბუტორთა კარგად ორგანიზებული ქსელი.

 

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ ასეთი აღჭურვილობითა და ცოდნით შევძლებთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა უახლესი აღმოჩენების, ინჟინერიისა და მედიცინის გადაყვანას ბევრად დახვეწილ, განვითარებულ და მოწინავე ბიომოლეკულურ ანალიტიკაში, ოპტიმიზირებულ დიაგნოსტიკურ პროცედურებსა და ინოვაციურ მკურნალობის მეთოდიკაში. ყველაფერი ეს შესაძლებელი იქნება საქართველოში.

 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მკვეთრად გავაუმჯობესოდ სადიაგნოსტიკო პროცედურები რაც მოგვცემს ოპტიმალური თერაპიული ინტერვენციის საშუალებას, რითაც შევძლებთ დაავადების ადრეული პროგრესირების სტადიაზე შეჩერებას. ჩვენ მივილტვით მაღალი ხარისხის სადიაგნოსტიკო პროდუქტების წარმოების და თანამედროვე სადიაგნოსტიკო სერვისების დაფუძნებისკენ, რაც მისცემს საშუალებას ნაკლებად შეძლებულ პაციენტებს მიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი.

ცხადია, ჩვენი ქსელის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ პარტნიორებსა და მოტივირებულ თანამშრომლებს რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურეობა და რა თქმა უნდა პაციენტთა მხარდაჭერა.